მარიტას დახასიათება

  მოთხრობების კრებულში“ნატვრის ხე“ გოგლა ლეონიძე იხსენებს თავისი ცხოვრების ადრეულ წლებს და მის მახსოვრობაში ჩარჩენილ ადამიანებს, რომლების ხორცშესხმული სახეები ამ წიგნის პერსონაჟები არიან. ამ ადამიანებს შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული და ავტორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოგონება არის მარიტა, ანგელოზივით ადამიანი რომლის ისტორიაც სამწუხაროდ ძალიან ტრაგიკულად დასრულდა.
  მარიტა სიმბოლურად მართლაც ანგელოზს განასახიერებდა. ის როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად იყო მშვენიერი, სილამაზით და სიკეთით აღსავსე, თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა ზეციდან. მისი არაამქვეყნიური სილამაზის აღსაწერად ავტორი იყენებს უჩვეულო, მრავალფეროვან ეპითეტებს, რომლებიც მკითხველს მარიტას თვალნათლ პორტრეტს უხატავს. ღიმცისკროვან, ცეცხლურა, მზიანეთის სხივმფენარა, ალნაკად, ოქრომდინარ, სეფესანთელივით მობრდღვიალე  ბროწეულის ყვავილთან არის შედარებული ავტორის ყრმობის ნათელი მოგონება. ის იყო სოფლისთვის ღვთის საჩუქარი, როგორც ყოველივე სხვა ლამაზი არის ღვთის საჩუქარი ამ ქვეყნიერებისთვის. უყვარდა ყველა და ყველაფერი მარიტას, პატივს სცემდა და უფრთხილდებოდა ყველა სულიერს მის გარშემო და მას ისეთივე მოფრთხილება და სიყვარული სჭირდებოდა, როგორსაც ის თვითონ გასცემდა. საუბედუროდ სოფლის დიდი ნაწილი ამას ვერ იაზრებდა და ამას მაშინ მიხვდდნენ როდესაც უკვე ძალზედ გვიანი იყო.
 მარიტა იყო უმადლიერესი. აფასებდა, უფრთხილდებოდა თავის სილამაზეს, ღვთისგან ნაბოძებ ნიჭს. დედით ობოლი და ღარიბი იყო, მარიტა, მაგრა მას მაინც უხაროდა სიცოცხლე და თვითონვე გრძნობდა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს და სიმდიდრეს, გულში მადლიერობდა რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და აფასებდა ბუნების ამ საჩუქარს, უფრთხილდებოდა. ეს მადლიერება კიდევ უფრო ასხივოსნებდა მარიტას სულს და მის შინაგან სამყაროს გარეგნობაზე ათჯერ უფრო ლამაზს ხდიდა.
 სოფელში ყველას უყვარდა მარიტა. არაერთი ვაჟი იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდადაკრული. ავტორიც აღმერთებდა მარიტას, როგორც მის სულიერ მეგობარს და ამხანაგ შემოქმედ სულს. მარიტასნაირი ადამიანის შეყვარება არ იყო რთული, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად ის მაინც მარიტასავით უპოვარ, გედიას უყვარდა. მარიტას, უზომველი სიყვარულის შესაძლებლობის მქონე გოგონას, განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა გედია.
ბედნიერი იყო მარიტა და ათასფერი იყო მისი სიხარული, სანამ მას შეთეს მიათხოვებდნენ. უგულო, ყომრალი გოროზი და მგლისფერი, მარიტას ანტონიმი. რთული იყო ასეთი უსიყვარულოსთვის მარიტასნაირი სათუთი და ფაქიზი არსების მითხოვება, მაგრამ ბებიამ ვერ სიღარიბის დასასუსხად გაიმეტა მარიტა. მარიტა იმსახურებდა ყოველივე სიმდიდრეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც იმსახურებდა იყო სიყვარული, ნამდვილი სიყვარული.
განა შეიძლებოდა პირმეტყველი სამოთხის, ანგელოზური გოგონის ასე უსიყვარულოდ გამეტება.
უბოროტო იყო მარიტა და ბოლომდე უბოროტოდ დარჩა. გულზე ჩხვლეტდა მარიტას ეს უსამართლო საქციელი, უსიყვარულო, მლაშე, ზვიადი შეთეს სიტყვები. ამ ყველაფრის მიუხედავად მარიტა საოცრად წყნარი და მორჩილი იყო. ითმენდა ამ ყველაფერს, ბედს შეგუებული, შურს არ იძებდა არავიზე და ოჯახის ბედნიერების ხათრით, საკუთარი ნების წინააღმდეგ წავიდა.
მარიტა მართალია ყველას უყვარდა, მისი როგორც ფიზიკური, ასევე შინაგანი სილამაზის გამო, ამ სიყვარულს შურიც გამოერეოდა. მარიტა იყო სოფელში უკეთილშობილესი სული და ყველა მასსავით უბოროტო გულის მქონე ვერ იქნებოდა. დაგროვილმა შურმა და უსაფუძვლო სიძულვილმა მაშინ იჩინა თავი როდესაც მარიტას გამოუტანეს ის უსამართლო განაჩენი, რომელმაც ადრე რაც ნორმალური საზოგადოება იყო, თვითდამაქცეველ და აზროვნების უუნარო ბრბოდ აქცია და დაღუპა მარიტა.
მარიტა ალბათ მოელოდა საპირისპიროს მისი თანასოფლელებისგან, მოელოდა ისეთივე სიყვარულს და სითბოს როგორსაც ის თვითონ გასცემდა. მარიტას კეთილმა, მაგრამ ფაქიზმა გულმა ვერ გაუძლო იმ სიბოროტეს და თვითგამანადგურებლობას რომელსაც ბრბო ჩასდიოდა თითქმის გაუაზრებლად. დაიღუპა მარიტა სოფლისთვის და მისმა ანგელოზურმა სულმა დატოვა ფაქიზი, ნატიფი სხეული რომელიც სიკვდილის შემდეგაც ისეთივე უნაკლო იყო რომ თვალახვეულ ბრბოსაც კი გაუჭირდა მისი მისამარება. პირველი ვინც მიწა მიაყარა იყო თავად ციციკორე, ბრბოს მეთაური. აკერპებდა ციციკორე თავის თავს და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად გასწირა სოფლის ყველაზე უბოროტო და მოსიყვარულე ადამიანი, სოფლის გული, თვით სოფელი. ჩაადენინა უამრავ ადამიანს ის რასაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინანებდნენ. ციციკორეს გამო ბრბოდ ქცეული სოფელი მარიტას შეურაცხყოფისთვის ამალასავით გაემართა და ტალახში ამოსვრილი ვირზე უყუღმა შემჯდარი მარიტა, მაინც დედოფალივით გამოიყურებოდა მათ შორის. მარიტა ასხივებდა იმ ენერგიას რომელიც ასეთ მდგომარეობაშიც კი, წარმოაჩენდა მას როგორც ყველა თანასოფლელზე ერთი თავით მაღლა მდგარს.
მარიტასნაირი უბრალო სრულყოფილების სიკვდილი ისევე უსამართლო და წარმოუდგენელი იყო გოგოლასთვის როგორც ყოველივე სხვა სილამაზის მოსპობა ამქვეყნად.
ეს რთულად დასავიწყებელი, ბუნების მიერ ყოველმხრივ დაჯილდოებული, უბრალო მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული გოგონა, რომელიც ასე უსამართლოდ, ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა. მარიტას უკვდავი სილამაზის და ხსოვნის ნიშანი, მისი ეზოს ნანგრევებში, წლების შემდეგ ამოსული ბროწეული იყო. ბროწეულის ყვავილი მარიტასავით მშვენიერი იყო, ცეცხლურა ღიმცისკროვანი... ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა მარიტა.



Comments

  1. თავისი ცხოვრების ადრეულ წლებს და არა მისი. თავისი, ანუ საკუთარი. მისი, ანუ სხვისი😊

    ReplyDelete
    Replies
    1. ნუ უსწორებ ესეთ თემას სხვაგან ვერ ნახავ და შეირგე

      Delete
    2. kristals bazrob elin

      Delete
    3. მაპოპოპოპოპოპოპოპოპოპო ჯაულაა

      Delete
    4. გიატი თემა

      Delete
  2. გამარჯობა, მადლობა დიდი თემისთვის, სწორი მიმართულება მომცა, მიუხედავად იმისა რომ გაკვეთილზე დავამუშავეთ და სრულფასოვნად გავარჩიეთ ეს თემა მაინც დიდი წვრილი შეიტანა ჩემს სამუშაო პროცესში, მომწონს შინაარსიდან განცალკევებული მსჯელობა, ხოლო დახასიათებას რაც შეხება ვფიქრობ მერვე კლასლისთის საკმაოდ მჭერმეტყველად არის დაწერილი, წარმატებები ბლოგის განვითარებაში, წერა შენი საქმეა! და გთხოვ ნუ დაანებებ თავს

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია რომ გამოგადგა :დდდ

      Delete
  3. დიდად გიწერია და უაზროდ მაგრამ არაუშავს.

    ReplyDelete
    Replies
    1. თუ არ მოგწონს უკეთესი შენ დაწერე

      Delete
  4. ყველაფერი გავიგე მადლობა ინფორმაციისთვის

    ReplyDelete
  5. შეგიძლიათ რომ მომწეროთ მარიტას გაგრძელებ როგორ დაამთავრებდი მოთხრობას

    ReplyDelete
  6. შეგიძლიათ ესეთი თემა დაწეროთ ოღონდ: დავალება მაქვს რომ მარიტას როლში შევიდეთ და მისი ყოველდღიური ჩანაწერები დავწეროთ?.. დამეხმარებით?

    ReplyDelete
  7. background-ი ძალიან თვალების სატკენია. თან კარგი იქნებოდა უბრალოდ რომ გადმოგეკოპირებინა თუ მწერალი რას ადარებს მარიტას.

    ReplyDelete
  8. საკონტროლოზე 10 იანი მივიღე გენაცვალეტ :)

    ReplyDelete
  9. თემა;მარიტა არიფანისდღესასწაული

    ReplyDelete
  10. მადლობა ვიღაცა ხარ

    ReplyDelete
  11. Gaixare vinc dawera magrad damexmare

    ReplyDelete
  12. შენ გაიხარე ამის ავტორი,მოსწავლეებს ძალიან დაგვეხმარე შემაჯამებლის დასაწერად 😆

    ReplyDelete
  13. ამ უაზრობამ ძალზედ დამღალა ან იბაზრე ჭეშმარიტად ან გაიკეთე შენი ყლე და შენი აბსურდი ანალურ ხვრელში:)

    ReplyDelete
  14. დავაი აახვიე აქედან შენ გამო 5 მივიღე ნაბიჭვარო ახვარო ჩაგინძრიე ყვლეა ლუკმაში რომელსაც ამიერიდან შეჭამ

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ კაცს ვინც არ უჯერებს მოსტყვნოდეს პატრონი რელევანტურად

      Delete
  15. გაიხარე ჯიგარ კაცო

    ReplyDelete

Post a Comment