ბრბო და საზოგადოება სამი მოთხრობის მიხედვით (ამოდის ნათდება, მარიტა, ეშმაკის ქვა)



[პრეზენტაციისთვის იყო ამიტომ შესავალი თვითონ გაუკეთეთ]

   ამ სამ მოთხრობაში მოაზრება ვაჟა ფშაველას „ამოდის ნათდება, მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ და გიორგი ლეონიძის მოთხრობათა კრებულის „ნატვრის ხის“ ნაწყვეტი „მარიტა“. სამივე მოთხრობაში ყურადღება გამახვილებულია ბრბოს ფენომენზე და იმაზე თუ როგორ შეუძლია მას ადამიანების შეცვლა. ამ მოთხრობების გარჩევით შექმნილ ბრბოს სურათს შეგვიძლია შევადაროთ კეთილი მიზნისაკენ სწორი გზით მიმავალი საზოგადოება, რომლის მაგალითიც მოყვანილია ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „ბოშები“. ამ შედარებით შეგვიძლია დავინახოთ თუ რამხელა განსხვავებაა ბრბოსა და საღად მოაზროვნე ადამიანთა საზოგადოებას შორის და თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ჯგუფისთვის ბრბოდ არ გადაქცევას და სწორი აზროვნების შენარჩუნებას.
   პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ მორიგ კითხვებს: რა არის ბრბო? ვინ მართავს მას? რისი ძალა აქვს?
   ჩვენს სახელმძღვანელოში ბრბო არის განმარტებული როგორც „ერთად თავმოყრილი ადამიანთა დიდი მასა“. ამ განმარტებაში არის უზუსტობა, რადგან ყველა თავმოყრილი ადამიანთა ჯგუფი ბრბოდ ვერ ჩაითვლება. ფრანგი სოციოლოგის - გუსტავ ლე ბონის განმარტებით ბრბო არის ადამიანთა ემოციურად დამუხტული დროებითი კავშირი. ბრბოს კოლექტიური ემოციის ზეგავლენით ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის სრულიად უცხოა. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და მარტივად დასამორჩილებელი ხდება. ბრბოს სამართავად ერთი ადამიანის წამოძახილი კმარა, როგორც ლერწმის ღეროს ჰყოფნის ერთი ქარის წამოქროლება გადასახრელად. ბრბოს მართავს ადამიანების ის დაგროვილი უარყოფითი გრძნობების ერთობლობა, რომელსაც ერთი ბიძგი სჭირდება იმისთვის რომ ამოიფრქვას და უკონტროლოდ წალეკოს ყველაფერი. ერთმხრივ ბრბოს მიზნის შეცვლა თითქმის შეუძლებელია როდესაც ეს მასა მიზნის მიღწევის პროცესსშია და ზუსტად მაშინ იჩენს თავის ძალას. ბრბოს აქვს დამანგრეველი, უკონტროლო ძალა, რომელიც ადამიანებს უჩვეულო მოქმედებისკენ უბიძგებს. ბრბო აკარგვინებს ადამიანებს აზროვნების უნარს, ახერხებს საღი აზრის აღარმქონე ადამიანების თავშეყრას და ერთობლივი დამანგრეველი ძალით მიზნის მიღწევას. ბრბოს შეუძლია გააქროს ადამიანში ჰუმანურობა, შეიერთოს ის საკუთარ უსახო მასაში, გაანადგუროს ყოველივე რაც მას გადაეღობება მიზნის მიღწევაში.
   ნათელია რომ ეს ფენომენი სახიფათოა და მარტივად წარმოსადგენია თუ როგორი უბედურების მოტანა შეუძლია მას.
   მძაფრად არის გამოხატული ბრბო ნაწარმოებებში „ეშმაკის ქვა“ და „მარიტა“. ეს ორი ნაწარმოები არის მსგავსი იმ მხრივ რომ მთავარი მოქმედი პირი ორივე მოთხრობაში არის ძალზედ უბოროტო ადამიანი. ორივე მოთხრობა ქმნის კონტრასტს, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ძალზედ დადებითი მთავარი გმირის შემოყვანით, რომელიც ფსიქოლოგიურად და სულიერად ბრბოს პირდაპირი ანტონიმია. მოთხრობაში „ეშმაკის ქვა“ ეს გმირი არის სოფიო, ხოლო მოთხრობაში მარიტა, სათაურიდანვე გამომდინარე, ეს პერსონაჟი არის მარიტა. ორივე მოთხრობაში ბრბოს საქციელის მსხვერპლი ხდება სოფლის საზოგადოებისთვის უსაყვარლესი პიროვნება. ეს ადასტურებს ბრბოს უსაზღვრო თვითდამაქცეველ ძალას, რომელმაც ქვეყნიერების საყვარელი შვილები, გაუცნობიერებლად დაღუპა. მსგავსად ერთმანეთისა ამ ორ ნაწარმოებში, ბრბო გაოგნებული და გაყინული რჩება თავისი მიზნის მიღწევის შედეგად მიღებულ შედეგზე. ციციკორეს მეთაურობით აბობოქრებული ბრბოს მიზანი იყო მარიტას შეურაცხყოფა რომლის ნაყოფიც მარიტას სიკვდილი გახდა. დამნაშავეების დასჯის და შურისძიების სურვილით განმსჭვალულმა ბრბომ კი სოფიოს „ეშმაკის ქვა“ ასროლინა, ჩაადენინა ისეთი რამ რაც სოფიომ თავის თავს ვეღარ აპატია და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს რომ ბრბოს არაფერი სიკეთე არ მოაქვს და ბრბოდ ქცეული საზოგადოების გადაწყვეტილებები ცუდი შედეგების მეტის არაფრის მომტანია. როგორც ვხედავთ ბრბოს იმხელა ძალა აქვს რომ შეუძლია „სოფლის ანგელოზი“, უკეთილშობილესი ადამიანიც-სოფიოც კი უბოროტესი ძალის ზეგავლენის ქვეშ მოახდინოს, მაგრამ ეს მეტნაკლებად სოფიოს დანაშაულიცაა, რადგან ის არ იყო სულიერად იმდენად ძლიერი რომ ამ ბოროტებას გამკლავებოდა. მართლაც რთულია გაუმკლავდე ასეთის მაქნის ძალას, შიშისა თუ სხვა ემოციების გამო და შედარებით სუსტი ადამიანი მარტივად შეიძლება დანებდეს და აჰყვეს ბრბოს. თუ თვით „სოფლის ანგელოზი“ მოექცა ამ ძალის ზემოქმედების ქვეშ მაშინ არასდროს უნდა მოველოდოთ იმას რომ ასეთი რამ ჩვენც არ შეგვემთხვევა. მხოლოდ სულიერად უძლიერესებს თუ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოს ბრბოში მოხვედრის საშიშროებას.
   ამ ორ მოთხრობასთან ერთად განსახილველია ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ამოდის ნათება“. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ რისი მაქნისია ბრბო და გვაჩვენებს რომ ბრბოს წევრებიც კი შეიძლება ემსხვერპლონ მათთავე ჩამოყალიბებულ ერთობას, რაც ნიმუშია ბრბოს თვითგამანადგურებადი ბუნების. მოთხრობაში ერთმანეთისაგან გაუცხოებული მგლები ერთმანეთს დაერივნენ, შიშის გამო ერთმანეთს საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, მათ აზრი აღარ მოეკითხებოდათ. თქვენ ალბათ ხვდებით თუ როგორი მძიმე დანაშაულია ბრბოს წევრად ყოფნა მაგრამ წარმოიდგინეთ რა რთულია როდესაც საკუთარი ბრბოს მსხვერპლი ხდები, თუნდაც ცოტა ხნის წინ შენც მათ აზრს იზიარებდე. ბრბოს წევრები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ რადგან არავითარ საფრთხეს არ მოელოდნენ მათთან ერთად მასად ქცეულ თანახროველებისგან, ეს უსაფრთხოების შეგრძნება კი მაშინ გაუჩინარდა როდესაც ბრბომ თავისივე წევრი შეიწირა და ამრიგად ნებისმიერ თავიანთთაგანს ემუქრებოდა გაგლეჯის საფრთხე. ამ შემთხვევამ გამოიწვია აბსოლუტური ქაოსი და გააქრო ყოველივე ნდობის ნატამალი, რომელიც კიდევ ჰქონდა ბრბოს შერჩენილი, ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ბრბო - ეს არის მხოლოდ დროებითი ერთობა, რომლის ემოციურ ფრონტზე შექმნა ისეთივე მარტივია როგორც მისი დაშლა.
   რადგან ჩვენს განსახილველ თემას სათაურად ქვია ბრბო და საზგადოება, ჩვენ აესევე შევეხებით საზოგადოების მნიშვნელობას და რა განასხვავებს მას ბრბოსგან. საზოგადოება არის სწორად მოაზროვნე ადამიანთა ერთობლიობა რომელიც მიიწევს სწორი, ფასეული მიზნისკენ და ამ მიზნის მისაღწევად ლოგიკურ ხერხებს მიმართავენ, ეფექტური შედეგის მისაღებად. მათ არ ამოძრავებთ არანაირი ბოროტი განზრახვა და ზიანის მომყენებლები არ არიან. ნოდარ დუმბაძეს კარგად აქვს გამოყვანილი საზოგადოების სახე მოთხრობაში „ბოშები“. მარიტას და სოფიოს სოფლელებისგან განსხვევებით ბოშების შემკედლებელი საზოგადოება სრულიად არ გაბოროტებულა, არ აყოლილა ბრაზს და ემოციებს, რამაც შეანაჩუნებინა საზოგადოებას ის სახე რომელიც ყველა გამართულად მოაზროვნე ხალხთა ერთობას გააჩნია. ეს ერთმხრივ სათავეში მდგომი ადამიანის წილიცაა რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ არის საზოგადოების ან ბრბოს სათავეში. ამ ადამიანმა შეიძლება სრულიად შეცვალოს ადამიანების ხედვა, აზროვნება ამიტომ მას ძალიან დიდი პასუხისგებლობა აქვს დაკისრებული. ბოშების თანასოფლელების თავმჯდომარე იყო ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი და საზოგადოება რომელსაც ის მართავდა მასსავით იქცეოდა და ბაძავდა ავტორიტეტს. რადგან მარიტას სოფლის გამგებელი - ციციკორე, აზროვნებდა არაობიექტურად და ნარცისისტულად თავი მოეყარა მისსავე მიმბაძველ ბრბოს, რომელიც ტიტულის გამო დაემორჩილა გაბოროტებულ მეთაურს, რასაც შემდეგ ემსხვარლა უცოდველი, უკეთილშობილესი გოგონა - მარიტა. ბოშების თანასოფლელებმა თავი აარიდეს შემთხვევების ასეთ კულმინაციას, დაინდეს სოფლის მეგობარი, მხიარული ბოშები, მიუტევეს მათ დანაშაული და შეინარჩუნეს ადამიანური სახე რადგან მათ ჰყავდათ სწორად მოაზროვნე მმართველი და გააჩნდათ ღირსება. განა შეძლებოდა სოფლის სულისა და გულის ასე გაუსამართლებლად დასჯა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სოფლის თავკაცის რეპუტაცია არ შელახილიყო? როდესაც საზოგადოება ასეთ რამეს კადრულობს, ის უკვე კვეთავს საზღვარს საზოგადოებასა და ბრბოს შორის და საზოგადოების დეგრადირებას ახდენს, როგორც ეს მოუვიდათ მარიტას თანასოფლელებს, ციციკორეს „ქადაგებით“ და დაგროვილი უსაფუძვლო შურის წყალობით.
   ამ ყველაფრიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საშინელება ხდება როდესაც საზოგადოება იქცევა ბრბოდ. როგორც მოყვანილი მაგალითებით არის წარმოდგენილი, ბრბოსნაირ დამანგრეველ და სასტიკ ძალას რათქმაუნდა კარგი არაფერი მოაქვს და როდესაც ბრბოს ფორმირებასთან მიდის საქმე მაშინ ცუდ დღეში ვარდება ის საზოგადოება რომელიც კარგავს ყოველგვარ საღ აზრს და იქცევა ამ ყოველგვარი განსჯის უუნარო, კოლექტიური ემოციის ფონზე გადაწყვეტილების მიმღებ მასად. ამიტომ ყოველთვის უნდა ვერიდოთ ბრბოს, შევეცადოთ რომ არასდროს მოვექცეთ მისი გავლენის ქვეშ, რადგან ბრბომ შეიძლება ადამიანს ისეთი რამ ჩაადენინოს რაც თავიდან არაფრად შეიძლება მოეჩვენოს მაგრამ ბრბოს დაშლის შემდეგ გაიაზროს დანაშაულის სიმძიმე და სინანულის და სინდისის ქეჯნით სიკვდილის საზღვრამდეც კი მივიდეს.
   ბრბო არის ფენომენი რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა და სავარაუდოდ მომავალშიც იარსებებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა შევეწინააღმდეგოთ მას და შევეცადოთ რომ არასდროს ცხოვრებაში აღარ გავხდეთ მისი ნაწილი, რადგან შედეგები თვალნათელია, ბრბოს არასდროს კარგი არაფერი მოუტანია და არც არასდროს მოიტანს გონიერ საზოგადოებაზე მეტ სარგებელს.





Comments

  1. 10 ავირტყი გაიხარე :დდდდ

    ReplyDelete
    Replies
    1. ვის ატყუებ განდონო

      Delete
    2. ვის ატყუებ შენ ნაბოაზრო ციგანო

      Delete
  2. ჯიგარი ხარრ

    ReplyDelete
  3. შენ დედას ვსტყორცნე ვინჩესტერით 7 მიმაღები

    ReplyDelete
  4. შენ დედას ვურჭე ოცმანეთიანით 7 მივიღე შე ყლისტავიანო განდონო მოდი პროჭში შეგიდებ და იქნებ დაჭკვიანდე.

    ReplyDelete
    Replies
    1. მართალია ეს კაცი

      Delete
    2. გულში ხარ <3

      Delete
  5. კომენტარებია "მაგარი"ეგებ აკონტროლოთ

    ReplyDelete
  6. კაი თემააა მარა 6 ს მაინც ვერ გავცდიიი საკკონტროლოშიიიი შე დედა მოტყნულოოოოოოოოოოოოოოო

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts