ბიჭის დახასიათება (ნუგზარ შატაიძე - მოგზაურობა აფრიკაში)
ნუგზარ
შატაიძის “მოგზაურობა აფრიკაში“ არის რეალისტური მოთხრობა რომელიც ეხება საქართველოს
ახლო წარსულში მომხდარ შემთხვევას - აფხაზეთის ომს, და მის შედეგებს. ამ ეპოქის ადამიანები
გახდნენ უდიდესი უსამართლობის მსხვერპლი, რადგან
არანაირი ომი არ არის სამართლიანი. მოთხრობაში ავტორი ფოტოგრაფიული მეხსიერებით
აღწერს იმ დროს მცხოვრები მოზარდების ცხოვრებას და მათი ყოველდღიურ გასაჭირს.
მოთხრობას
რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. ერთ დღეს ნუგზარ შატაიძე სახლში ბრუნდებოდა და დაინახა
რომ ყინვაში ბუჩქის ძირთან 12 წლის ბიჭს ეძინა. საქართველოში იმ პერიოდში ძალიან ცუდი
სიტუაცია იყო და ქუჩაში ბევრს ეძინა მაგრამ ეს ბიჭი ძალან პატარა იყო. აღმოჩნდა რომ
ეს ბიჭი ტყვარჩელელი ობოლი იყო, და მან მწერალს მოუყვა როგორ წავიდა ტყვარჩელში მამის
საძებნელად. მწერალმა ბიჭს შვილება შესთავაზა მაგრამ ბოლო წამს ბიჭი გაიქცა და მას
მერე მწერალს ის აღარასდროს უნახავს. სწორედ ამ შემთხვევაზე დაიწერა ეს ამბავი.
ჩვენ
მოქმედებას ვხედავთ მთავარი პერსონაჟის, ომის მსხვერპლი ლტოლვილი ბიჭის თვალით, მსგავსს
იმ ბიჭისა რომელსაც ავტორი გადაეყარა. მისი თვალთახედვთ მკითხველი ეცნობა ამ ამბავს.
ბიჭი უსახელოდ დატოვა ავტორმა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ამ ბიჭის ამბავი, მსგავსი
რამ გადახდენია უამრავ სხვა ლტოლვილს და ჩვენი მთავარი პერსონაჟი მათი განზოგადებული
სახეა. როგორც ხალხის დიდმა ნაწილმა, ასევე ბიჭის დედამ, რთულად გადაიტანა ეს საზარელი შემთხვევა. ბიჭის მამა ტყვარჩელში დარჩა
ავადმყოფობის გამო და დედას და ბიჭს ამ სიღარიბეში უწევდათ საკუთარი თავის რჩენა. რთული
ვითარების გამო ბიჭს მოუწია ოჯახის დატოვება და ქუჩაში მარტო ცხოვრებას შეუდგა.
პირველ
რიგში რაც აშკარად ჩანს ამ ყველაფრიდან გამომდინარე არის ის რომ ბიჭი ნაადრევად დაკაცებულია.
მას შექმნილი ვითარებების გამო ხანმოკლე ბავშვური პერიოდი ჰქონდა და მალევე მოუწია
ზრდასრულივით ფიქრი რათა გადარჩენილიყო ახალ სამყაროში. უპატრონო ბიჭს და მის თანატოლებს
ელოდათ ბევრი განსაცდელი, მათ შორის შიმშილი, მშობლიური ზრუნვის ნაკლებობა და ზამთრის
გაუსაძლისი სიცივე. ამიტომ ბევრს უჩნდებოდათ რეალობისგან გაქცევის სურვილი, რის ასასრულებლადაც
მათ ძალიან მავნებელ ხერხს მიმართეს და წებოს შესუნთქვა დაიწყეს. წებოს სუნთქვისგან
გამოწვეული მოლანდებები ართობდა ჩვენს მთავარი პერსონაჟს რომელიც რაც არ უნდა დამოუკიდებელი
ყოფილიყო ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
ასეთ
პირობებში ცხოვრებამ ბიჭი კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გამძლე გახადა, მან იცის როგორ
გაუძლოს ქუჩის პირობებში ცხოვრებას, იცის როგორ უნდა იშოვოს ფული და საკვები და შესწავლილი
აქვს წყალობის გამღებთა ფსიქოლოგია, რომლის ცოდნაც არცერთ ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს
მაგრამ იმ სიტუაციაში სხვა გზა არ იყო.
ბიჭს
დიდი ემოციური გამძლეობა გააჩნია რადგან ბევრი ზრდასრულიც კი სრულიად შეარყია ამ შემთხვევამ,
ბიჭი კი მაინც მყარად აგრძელებდა ცხოვრებას და შეეგუა ახალ პირობებს. ის ასევე ფიზიკურადაც
გამძლეა.
„მერე სხვებთან ერთად ფეხით მოვდიოდით. უღელტეხილზე
გაგვითოვდა, ხალხი გზადაგზა ეცემოდა და იღუპებოდა განსაკუთრებით მოხუცები და ძუძუთა
ბავშვები, ჩვენ გადავრჩით“ ამ დროს ბიჭი 6 წლამდე ასაკის იყო.
შემდგომში
მას მოუწევდა ცივი ზამთრების და გაჭირვების გადატანა რისთვისაც მას ნამდვილად დასჭირდებოდა
ფიზიკური გამძლეობა და ეს გაჭირვება ასევე გახდა ერთერთი მიზეზი რის გამოც მან მიმართა
ქურდობას. ბიჭი ქურდია, მაგრამ მას სინდისის შეგრძნება მაინც გააჩნია და დიდად განიცდის
ადრე ჩადენილ დანაშაულს. ის ქურდობს რადგან გადარჩენისთვის სხვა გზა არ აქვს და ამის
გამო სინდისი ჰქენჯნის.
„ვიცოდი
ფულს სადაც ინახავდა და ის ფულიც წამოვიღე, წამოვიღე მისი საქორწინო ბეჭედიც, რადგან
ვიცოდი რომ მამაჩემის ნაჩუქარი იყო. მაშნ მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ ახკა
ვქიფრობ რომ სისულელე ჩავიდინე“
„ამის
გახსენებაზე ახლაც სირცხვილის ოფლმა დამასხა“
მიუხედავად
იმ ცუდი საქციელებისა რომლებსაც ბიჭი სჩადის მაინც ჩანს მისი სინდისიანობა და სამართლის
გრძნობა. ჩანს იმაში რომ გოშკას გაწეული სამსახურისთვის გადაუხადა ის რაც ის იმსახურებდა,
მიუხედავად იმისა რომ თვითონაც არ ჰქონდა ბევრი ფული და შეეძლო არაფერი მიეცა მისთვის.
„ამოვიღე
და ლარი მივეცი. შემეძლო სულაც არ მიმეცა, პატარაა, გაფსხლიკული, ძალით ვერ წამართმევდა
მაგრამ ეკუთვნოდა“
სამართლიანობასთან
ერთად მას ამასთანავე აქვს ღირსების შეგრძნება.
„წუპაკას
დამ თხუთმეტი ლარი მაჩუქა. შემრცხვა და არ ვართმევდი, მაგრამ ჯიბეში ძალით ჩამიდო“
„ახლა
მეც ასე ვიყავი, მეჩვენებოდა რომ იმ კლდის თავზე ვიდექი და გადმოსახტომად ვემზადებოდი,
ჯერ კიდევ შეიძლებოდა ქქვემოთ ჩმაოსვლა, ჯერ კიდევ მქონდა დრო, კარგად ამეწონ- დამეწონა
ყველაფეერი და თუ საჭიროდ ჩავთვლიდი, უკანაც დავბრუნდებოდი, მაგრამ ამგვაარი ფიქრი
საშინელ სირცხვილად მიმაჩნდა და ამიტომაც თავიდან ვიშორებდი“
ბიჭმა გაბედა და მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება და
აღარ წაიღებდა მას უკან. ის არ იყო სუსტი და ადვილად არ დაიხევდა უკან. რაც სასირცხვილო
მიაჩნდა იმას არ გააკეთებდა.
ბიჭის
დადებით თვისებების და ღირსების გვერდით ასევე გამოხატება ბიჭის ყველაზე დიდი დამახასიათებელი
თვისება - მისი გამბედაობა. ეშინია, ძალიან ეშინია მაგრამ ის ბედავს და აკეთებს იმას
რასაც ბევრი ვერ იზამდა, შესაძლებელია იმიტომ რომ მას დასაკარგი არაფერი აქვს. ის რომ
ზრდასრული ყოფილიყო,აწონ დაწონიდა რისკებს და არ გააკეთებდა ამას მაგრამ ის ჯერ მაინც
ბავშვი იყო და ბავშვური გამბედაობაც ჰქონდა.
„რა
შიში რის შიში, პირიქით მიხარია - მე ხომ იმას ვაკეთებ რაც სხვამ ვერავინ შეძლო, ვერ
გაბედა მე კი გადავწყვიტე და აი უკვე მივდივარ.“
ის გადაწყვეტილებებზე არ იხევს უკან. მიზანდასახულია.
სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა თავისი აზრით ესაა.
„ზოგჯერ
უხიაგი ფიქრი გამიელვვებდა - უკან ხო არ დავბრუნდე მეთქი, მაგრამ ამ აზრს მაშინვე თავიდან
ვიშორებდი“
მიზნის
მიღწევაში ბიჭს დამხარებას უწევს არაერთი კეთილი ადამიანი. გარშემო უგულობა და სისასტიკე
გამეფებულია და ფაქტი რომ ამ ადამიანებს შორის არის რამდენიმე გულისხმიერი ვინც ბიჭს
ეხმარება დაუჯერებელია მისთვის. ბიჭი ძალიან მადლიერია, მაგრამ ამ მადლიერებას გარეგნულად
არ გამოხატავს. ბიჭის მადლიერების გრძნობა გამოიხატება იმაში თუ როგორი სიყვარულით
იმსჭვალება ის იმ ადამიანების მიმართ ვინც მას მიეხმარა, და როგორ ფიქრობს მათზე და
მათ სიკეთეზე.
Comments
Post a Comment