ბედი ქართლისა - ნიკოლოზ ბარათაშვილი (ავტორის პოზიცია)

„ბედი ქართლისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1832 წლის შეთქმულების შემდეგ დაწერა, როდესაც საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 38 წელი იყო გასული. რუსეთისგან განთავისუფლებისთვის დაგეგმილ აჯანყებაში იმ ეპოქის ბევრი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ჩაერთო მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შეთქმულება გამცემი იასე ფალავანდიშვილის გამო ჩაიშალა რის შედეგადაც ქართველი თავადაზნაურობის და ინტელიგენციის დიდი ნაწილი რუსეთის სამსახურში ჩადგა და ქართველი საზოგადოება სულიერ დეპრესიაში ჩავარდა. მოვლენების ასეთი განვითარება და ხალხის სასოწარკვეთა დაკავშირებულია იმ დროინდელი საქართველოს ახლო წარსულში მომხდარ შემთხვევასთან - ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სა და რუსეთს შორის „მეგობრული ხელშეკრულების“ გიორგიევსკის ტრაქტატის დადებასთან რომელზეც ნიკოლოზ ბარათაშვილი  მსჯელობს პოემაში „ბედი ქართლისა“.

  პოემის შესავლიდანვე ვიგებთ რომ ავტორი ამ პოემას უძღვნის 1795 წელს, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ ყველა უსახელო ქართველ გმირს. შთამომავლობამ უნდა დაიმახსოვროს ისინი და მიბაძოს მათ პატრიოტიზმს, იმის ნაცვლად რომ უღალატოს ქვეყანას და უბედურება დაატეხოს მას თავს, როგორც ეს პოეტის თანამედროვეთა ნაწილმა გააკეთა.

  პოემაში აღწერილია თუ როგორ მამაცად იბრძვიან ეს გმირები, როგორ იცავენ სამშობლოს და როგორ შესტკივა მეფეს ერეკლე II -ს გული იმაზე რომ მისი მეომრები რომლებსაც შვილებად აღიქვამს, ასე სასტიკად იღუპებიან უსამართლო ომში. სწორედ ამიტომ მეფე გამოსავალს ეძებს . მას აქვს ორი არჩევანი - რუსეთს დაუთმოს თავისუფლება და იხსნას სიკვდილისგან ხალხი, თუ ბოლომდე აბრძოლოს ქართველები და რუსეთის ბატონობა აარიდოს ქვეყანას. ამაზე მსჯელობენ მეფე ერეკლე და მისი მსაჯული სოლომონი.

  პოემაში ავტორი თითქოს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. ის სამართლიანად აწონ დაწონის მეფის გადაწყვეტილების დადებითსა და უარყოფით მხარეებს და არგუმენტებით ამტკიცებს ორრივე მხრის დამოკიდებულებას, მაგრამ ჯამში ჩანს რომ ავტორი სოლომონის პოზიციას ემხრობა, რომლის მიხედვითაც ქართველებისთვის მთავარი თავისუფლებაა და რუსეთის ბატონობა ერის გადაგვარებას გამოიწვევს. ამის დასამტკიცებლად სოლომონის მხრიდან ავტორს ბევრი მტკიცე არგუმენტი მოჰყავს და იმასაც აღნიშნავს რომ მეფის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი მისი გულის შეცვლა იყო.

„მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,

თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.

მაშ, რამ შეაჰშფოთა მას გული მყარ,

ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?..“

  ის პოემაში მეფის და სოლომონის გარდა კიდევ ერთ დამატებით პერსონაჟს რთავს - სოლომონის ცოლ სოფიოს, რომელიც სოლომონის აზრს იზიარებს და კიდევ უფრო ამტკიცებს პოეტის გადმოსახედს. სოფიო ასევე არის იმის მაგალითი თუ როგორად მიაჩნია ბარათაშვილს ნამდვილი პატრიოტი ქართველი დედა.

„-უწინამც დღე კი დამელევა მე!

უცხოობაში რაა სიამე,

სადაცა ვერვის იკარებს სული

და არს უთვისო, დაობლებული?“

 ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას ავტორი მისი თანამედროვე გადმოსახედიდან განსჯის, მან და მისმა თანამედროვეებმა თავის თავზე გამოსცადეს ის ყველაფერი რაც შედეგად მოჰყვა ქართლ-კახეთის მეფის ამ გადაწყვეტილებას. საქართველოში თავისუფლება აღარ არის, რუსები არიან გაბატონებული, თავისუფლების მოპოვების მცდელობა ჩაიშალა და ქვეყანა კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა, დაიწყო რეპრესიები, გადააასახლეს და დახვრიტეს ბევრი ქართველი.. ამ ყველაფერს მთელი ერი განიცდის, ყველაზე მეტად მოაზროვნეები და მწერლები, ამიტომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ პოემას წერს, რათა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მიმართ. პოემიდან ჩანს რომ ავტორი თვლის რომ ერეკლე II-ს რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო, ქართველ ხალხს ასეთი გასაჭირის გადატანა არ მოუწვედა და თავისუფლები იქნებოდნენ. მართალია მეფეს გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა ამ გადაყწვეტილების მიღებისთვის, მაგრამ ამით მან დათმო ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი რამ - თავისუფლება.

როგორც ეს პოემის სათაურიდან ჩანს, მეფის არჩევანმა ქვეყნის ბედი გადაწყვიტა, ბედის გადაწყვეტა კი სამუდამოდ ცვლის ქვეყნის მომავალს. პოემაში მსჯელობის, დეტალების, და ისტორიული ფონიდან გამომდინარე ჩანს რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს მიაჩნია რომ ქართლის ბედი არასწორად გადაწყდა.




Comments