დიდი იოსების დახასიათება (კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები")

კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა „დიდი იოსები“ აღწერს თბილისში მცხოვრები რაჭველი მეკურტნის - დიდი იოსების ცხოვრების ერთ ეპიზოდს, რომელიც მიმდინარეობს მძიმე ისტორიულ ფონზე - ბოლშევიკურ ანექსიაზე. ნოველაში ნაჩვენებია დიდი იოსების პიროვნული ცვლილება გარემოს ცვლილებასთან ერთად - კეთლი და პატიოსანი კაცი იმის ოპოზიტი ხდება რაც ის ადრე იყო და ამაში ხელს მისი გარემოებები უწყობს. დიდი იოსების სახის განზოგადებით ჩვენ ვხედავთ როგორ გარდაიქმნა ადამიანთა დიდი ნაწილი ამ ტრაგიკული შემთხვევის დახმარებით.

ნოველა იწყება 25 თებერვლის ღამის აღწერით. რუსეთის არმია უახლოვდება ქალაქს და ხალხი სასწრაფოდ ზიდავს ქალაქიდან მთელ სიმდიდრეს რაც გააჩნიათ. აფორიაქებული ხალხის ფონზე ჩვენ ვეცნობით ერთ უბრალო მეკურტნეს იოსებს რომელიც დამფრთხალი მოქალაქეების გვერდით კონტრასტს ჰქმნის. დიდი იოსები თავდაპიველ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი. ასეთი ნაწილობრივ იმიტომ არის რომ მის ხასიათშია სიმშვიდე, ან იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი აქვს და არც ნერვიულობს - ის სრულიად უთვისტომოა.

  „ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს, ხურჯინებს, ჩემოდნებს, ხან - სადგურზე, ხანაც - ქუჩიდან ქუჩაზე, რადგან ქალაქში გაუგონარი ამბავი ხდებოდა.“ რადგან იოსებს დასაკარგი არაფერი აქვს ის საკუთარ სახლში არ მიდის სხვებს ეხმარება მათი სიმდიდრის გაზიდვაში, მთელი დღე დაუსვენებლად მუშაობს რაც მიანიშნებს რომ მშრომელი ადამიანია.

ამ შესავლიდან ვხედავთ რომ დიდი იოსები უბრალო მშრომელი კაცია რომელიც მთელი დღის შრომის შემდეგ მხოლოდ ერთ თხლაშო არაყის გადაკვრაზე ფიქრობს. აქამდე იოსები დიდ იოსებად ჯერ არ არის ტექსტში მოხსენიებული.

სახელი „დიდი იოსები“ მოთხრობაში მაშინ გვხვდება პირველად როდესაც იოსებს ერთი ბატონი ხვდება და საკუთარ მდიდრულ სახლში მიჰყავს რათა ბარგის გადაზიდვაში დაეხმაროს. ეს შემთხვევა შეგვიძლია ჩავთვალოთ იოსების გარდაქმნის უკიდურესს, დასაწყისად. ბატონის სახლში დიდი იოსები პირველად იგემებს სიმდიდრეს და ხვდება რომ მიუხედავად იმისა რომ საკუთარ ცხოვრებას არ უჩივის მაინც უნდა სიმდიდრე და მართლაც უნდა რომ იყოს „დიდი“ როგორც თავადი.

დიდი იოსების პატიოსსნობას ვხედავთ იქედან გამომდინარე თუ როგორ იქცევა ის თავადის სახლში. იმ ქაოსში და არეულობაში დიდი იოსები ადვილად შეძლებდა რამის აწაპვნას მაგრამ მას ასეთი ფიქრი არც მოსვლია. რაც რაჭიდან წამოვიდა სიმდიდრით და სხვა ნივთებით სავსე ხურჯინებს დაატარებს და ერთხელაც არ აუღია ის რაც მას არ ეკუთვნის.

„სახლის პატრონს ერთხელაც არ შეუნიშნავს, რომ მეკურტნეს რომელიმე ნივთისათვის თვალი გაეყოლებინა შურისგან არეული, სჩანდა უცნობი იყო მისთვის თვალობოროტება.“  მიუხედავად იმისა რომ იოსებს რაჭაში წაართვეს რაც მისი იყო, და ამან ის მაინც არ გააბოროტა, მაინც საკუთარი შრომით შოულობდა ყველაფერს რაც სჭირდებოდა და როგორც ჩანს ბოროტი აზრი ერთხელაც არ გაუვლია თავში.

ავტორი ბევრჯერ ახსენებს იოსების ამ თვისებას

„მთელი თავისი სიცოცხლაე პატიოსანი შრომით მონაპოვარ პურს სჭამდა დიდი იოსები. არასოდეს სხვის საკუთრებისაკენ ხელი არ გასცდენია“

დიდი იოსების კეთილი გული და გულჩვილობა ჩანს იმაში თუ როგორ ეცოდება მას დაშნებული და აფორიაქებული ოჯახი

„მუშა იოსები ამ ბუდეაფორიაქებული ხალხის სიბრალულმა აიტანა“

„დიდხანს უწიოდა ყურში ბავშვის ნაღვლიანი ძახილი: ბერბერა, მშვიდობით, ბერბერა...“

იოსები ასევე ოჯახის მიერ მიტოვებული ბერბერას ახალი პატრონი გახდება რადგან შეეცოდება ეს ლამაზი გაწვრთნილი ძაღლი.

იოსების სიმშვიდეს განსაკუთრებით ამჩნევენ ოჯახის წევრები

დამსწრენი ხედავდნენ რომ მეკურტნე იოსები, რომელიც არაერთხელ ენახათ დღედაღამ ქუჩის კუთხეში ატუზული, მეტად კეთილი და დარბაისელი ვინმე უნდა ყოფილიყო.“ ხალხის შთაბეჭდილებაც გვეუბნება იოსებზე ბევრ რამეს. „რაღაც ფლუიდების სახით ვრცელდებოდა მათზედაც ის სულიერი სიმშვიდე, ამ ლომივით მსხვილთავიანი, პანტასავით სახემჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა“ - სული - მთავარი რაც ადამიანს გააჩნია. ვხედავთ რომ სულიერი სიმშვიდე აქვს დიდ იოსებს - სულის სიმშვიდის დარღვევა იწვეევს პიროვნების ცვლილებას და ეს ცვლილება თავს იჩენს ნოველის შემდგომ ნაწილებში

„ეხარბებოდა გულის სიღრმეში ამ საცოდავი მეკურტნის უებარი სიდარბაისლე“ - ბატონს რომელსაც აუარებელი სიმდიდრე გააჩნდა, ერთი არაფრის მქონე მუშის შურდა რაც იმაზე მიანიშნებს რომ სულიერ სიმშვიდეზე ძვირფასი და შესაშური რამ სხვა არ არის, და მეკურტნე იოსებს იმაზე მეტი სიმდიდრე ჰქონდა ვიდრე ეგონა.

„ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე, თითქოს ბერი ყოფილიყო დაყუდებული, ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი“ ჩანს რომ მეკურტნე იოსებშ სავსებით ჰყოფნის ის რაც უკვე აქვს და მატერიალურად გამდიდრებას აღარც ცდილობს რადგან მისი ცხოვრება ყოველგვარი სიმდიდრის გარეშეც მშვიდი და ტკბილია. მას მხოლოდ ლუკმა-პურის საყიდი ფული თუ ესაჭიროება, მეტი არაფერი. მაგრამ თუ ეს მართლა ესეა, და მატერიალური სიმდიდრის გარეშეც მშიმაშინ რა იწვევს მეკურტნე იოსების შემდგომ ცვლილებას? რატომ გადაწყვიტა მან სახლის მისაკუთრება?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა შევხედოთ სხვა ფაქტორებს გარდა იოსების შინაგანი სამყაროსა, რომელმაც განაპირობა მისი ასეთი ხასიათის ცვლილება. ნოველის ამ მონაკვეთში ავტორი გვაჩვენებს თუ რა არეულობაა ქალაქში და როგორ იტაცებს ხალხი ყველაფერს რაც მოესურვება - ქურდავენ მაღაზიებს, სახლებს, კრიმინალი არის მოდებული მთელ ქალაქს. ეტყობა ამის შემხედვარე იოსებმა ბატონის ძველი სახლის მისაკუთრება მიღებულად ჩათვალა. ასეთი ქცევა თითქოს წარმოუდგენელია დიდი იოსებისგან რადგან ნოველის დასაწყისსში ხაზია გასმული მის პატიოსნებაზე, მაგრამ როგორც ჩანს, რაოდენ მშვიდადაც არ უნდა ყოფილიყო სულიერად  ამ სიმდიდრის ნახვის შემდეგ გაუცნობიერებლად თვითონაც მოუნდა გამდიდრება. ამ მომენტიდან იწყება დიდი იოსების გარდაქმნა.

„მეკურტნე იოსებს გულის სიღრმეში ჩაწვეთებული ჰქონდა, ბოლშევიკები მუშებს არას ერჩიანო, წინააღმდეგ, საუკეთესო სახლებს მათ დაურიგებენო“ შეიძლება მოვლენების განვითარებამ და გულში ამ პატარა ფიქრის ჩაწვეთებამ გამოიწვია ის რომ დიდი იოსები ნელ-ნელა აკეთებდა იმას რასაც ადრინდელი იოსები არასოდეს იკადრებდა - რადგან ახალ გარემოებასთან შექმნილ ახალმა აზრებმა ნივთები გააბატონა იოსებზე. „ახალი მთავრობა საიდან გაიგებდა, რომ მეკურტნე იოსებმა სხვისი ბინა მიისაკუთრა, სახლის პატრონი ისეთი დაშინებული იყო, ქალაქში ვეღარ გამოჩნდებოდა.“ ასეთი ფიქრებით ინუგეშებდა დიდი იოსები თავს. სახლის მისაკუთრებით მან სინდისი დასთმო (მთავარი რამ რაც ადამიანს გააჩნია) და საბოლოოდ საგნები გაბატონდნენ მასზე.

 „დღეიდან მის ცხოვრებას ახალი მიმართულება უნდა მიეღო. ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას გააქირავებდა...“ როგორც ვიცით იოსების ბედნიერება იმაში იყო რომ ის მშრომელად ასრულებდა მის დამღლელ თუმცა პატიოსან სამუშაოს და ამით თავს ირჩენდა რაც მისთვის სავსებით საკმარისი იყო. უსინდისოდ გამდიდრებამ იოსები ააფორიაქა, რადგან ახლა მისთვის მთავარი გახდა ამ სიმდიდრის შენარჩუნება, და მას სავარაუდოდ სინდისიც ჰქენჯნიდა მაგრამ გამდიდრების სურვილმა დასძლია სინდისის ქენჯნა.

იოსები ცდილობდა ისეთი ცხოვრება მოეწყო როგორიც უნდოდა მაგრამ ის ამას აკეთებდა სხვისგან მოპარული სიმდიდრის საფუძველზე და ასეთი ცხოვრებით ის ნამდვილად ბესნიერი ვერ იქნებოდა რადგან მისი სული იქნებოდა აფორიაქებული სინდისისი ქენჯნის გამო და ასევე იმის შიშით რომ წაართმევდნენ ამ სიმდიდრეს.

„მოიზმანა ჩოხა. საუცხოოდ მოერგო“ გამოჭრილი იყო ის დარბაისლობისთვის, ტექსტში არის მინიშნებები იმაზე თუ როგორი დარბაისლური კაცი იყო, მაგრამ თავის დროზე ბედმა არ გაუღიმა და საკუთარი შრომით ვერ მიიღო ის რაც უნდოდა, ეს ფაფახი მას დამსახურებყლი შრომით არ უშოვია.

„ეი მუშა, გვიშველე ბარგის გადაზიდვაზე.“ დიდმა იოსებმა ოდნავ ითაკიალა ასეთი მომართვა, ერთი ნაბიჯი უკან გადასდგა. „მე მუშა აღარა ვარ“. წაილუღლუღა.“ - ბედნიერი იყო ამის თქმით, რადგან უკვე ვიღაცამ იცოდა რომ ის ისევეა ბედნიერი როგორც მრავალი ათასი კარგად ჩაცმული თავაწეული მგზავრი ამ ქალაქში - ცდილობდა ყოფილიყო ის ვინც რეალურად არ იყო.

იოსები გულის სიღრმეში მაინც ისეთია როგორიც ადრე იყო, ამიტომ მისმა გადაწყვეტილებებმა ცუდი გავლენა მოახდინეს მასზე - მან უფლება მისცა საკუთარ თავს გარემოების მსხვერპლი გამხდარიყო. მისი მორალური კომპასი დაირღვა და გააკეთა ისეთი რაღაცები რაც სულ მთლიანად შეარყია მისი სულიერი სიმშვიდე. „გამოფხიზლებულს მოსვენება დაეკარგა. სადღა იყო მისი აღუმღვრეველი ძილი, ის ტკბილი სიზმრები, ავლაბრის სარდაფში რომ ენახა“ - სიზმრები გონებრივი და სულიერი მდგომარეობითაა განპირობებული, მისი ადრინდელი ღრმა ძილი და ტკბილი სიზმრები დასტურია იმისა რომ სულიერად იყო ბედნიერი იოსები და სულიერ სიმშვიდე შერყეულ იოსებს უკვე ძილიც აღარ შეეძლო - ეს ყველაფერი კიდევ უფრო აუარესებდა მის მდგომარეობას.

„როგორც კი შეღამდებოდა, ყოველ ფეხის ხმაზე, კაარების დარახუნებაზე, პორტფელიანი კაცის დანახვაზე, ავტომობილის გუზგუზზე შემკრთალი წამოვარდებოდა.“ -ვხედავთ კონტრასტს თავდაპირველ იოსებსა და ახალ იოსებს შორის - კაცი რომელიც სიმშვიდეს ასხივებდა გახდა მუდამ აფორიაქებული პარანოიკი და ახლა როდესაც ყველა სხვა მშვიდად იყო ქალაქში, დიდი იოსები იყო მუდამ დაშინებული იმ დონემდე რომ ხალხს უკვე გიჟი ეგონა. შესაძლებელია რომ დიდი იოსები გაგიჟდა კიდეც ისე შეიცვალა.

„იცნო დიდმა იოსებმა ბინის პატრონი, მუხლები მოეკვეცა, შეევედრა ეპატიებინა მისთვის, რომ მან , დიდმა იოსებმა, რომელსაც არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია ხელსაყრელი მდგომარეობისგან წაქეზებულმა სხვისი ქონება გაფლანგა, მაგრამ ამაო იყო მისი ცრემლში ამოვლებული სინანულიი“ - დიდი იოსების სინდისის გამოვლინება, ეს ასევე ადასტურებს იმას რომ დიდი იოსები ადვილად გახდა გარემოების მსხვერპლი - ის მაშინ მიხვდა თუ რა ჩაიდინა როდესაც სახლის პატრონი დაბრუნდა.

„დარდმა დაბურა მისი გული“ დიდი იოსების პიროვნული ცვლილება უკვე დაწყებული იყო და ის ვერანაირად ვეღარ დაუბრუნდებდა თავის ძველ მდგომარეობას. ქარხნების გახსნასთან ერთად სამუშაოები იცვლებოდა და ქრებოდა და უკვე აღარავის ესაჭიროებოდა მეკურტნეები. ის საქმე რითიც დიდი იოსები თავს ადრე ირჩენდა და პატიოსნად ცხოვრობდა მას უკვე აღარ ჰქონდა.

რაც მან ამ სახლზე იფორიაქა, სულ გაქრა მისი სიმშვიდე და ის მუდამ აფორიაქებული დადიოდა მაშინაც კი  როდესაც ეგ სახლი აღარ „ეკუთვნოდა“

„მოხუცი გრძნობდა, ყოველი კაცი მას დასცინოდა. იგი გაურბოდა ადამიანებს დღის სინათლეზე, ორიოდე გროშს იშოვნიდა და ავლაბრის სარდაფებში გადაიკარგებოდა“

დიდი იოსების სოციალური სტატუსი არც არასდროს შეცვლილა მაგრამ ის გრძნობდა თითქოს ის თავადიდან ჩამოაქვეთიეს მეეზოვემდე. მართალია ის ადვილად შეეგუა მის ახალ სამუშაოს მაგრამ მის ფსიქიკაში ცვლილებები უკვე მოხდა. მალე ის აღარ თაკილობდა მეეზოვეობას და უკვე თავს საკადრისადაც აღარ თვლიდა სტუდენტის გვერდით გაევლო.

ამ დროს ტექსტში ვეცნობით ახალ პერსონაჟს, სტუდენტ გივის. ნოველის ამ ნაწილში განსაკუთრებით ვლინდება იოსების მარტოსულობა, და მისი ადვილად დამყოლი ხასიათი - სწორდ მისი დამყოლი ხასიათის გამო ჩაიდინა დიდმა იოსებმა ისეთი რამ რაც სრულიად უცხო იყო მისი პიროვნებისთვის - სხვისი მიისაკუთრა. დაემსგავსა იმ მძარცველ ბრბოს რომელიც ქუჩებში თარეშობდა.

დიდი იოსების მარტოსულობას არაერთხელ ვხედავთ ნოველაში

„ამ ღამეს, როცა ზოგიერთი გულგახეთქილი გარბოდა, რატომღაც დიდი იოსებიც განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა თავის მიუსაფარობას და მარტოობას“ ერთადერთი იყო ვისაც არ ეჩქარებოდა ქალაქიდან გაქცევა, არაფრის დაკარგვის საფრთხე არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა სად წავიდოდა, უთვისტომო იყო, თან არც მეგობარი ჰყავდა. ალბათ მარტოსულობის გამო შეიკედლა საწყალი ბერბერაც.

დიდი იოსები ასევე მარტივად აჰყვა სტუდენტის ავ გეგმას მიტომ რომ ის მარტოსული იყო და ალბათ სურდა შეენარჩუნებინა და ესიამოვნებინა ახალ შეძენილ მეგობრისთვის. სტუდენტი ეტყობა ხედავდა თუ როგორი ადვილი დასამორჩილებელი იყო ეს მოხუცი. 30 წლის მარტოობამ დაღალა მოხუცი იოსები და თან ბოლო დროის შიშებმა და არეულობამ სულ აუბნია თავგზა და უკვე ალბათ ვეღარც განიცდიდა სინდისის ქენჯნას და ის იქცა ამ დაშინებულ, უსინდისო ადამიანად - მისი სული დაიღუპა. შედრკა დიდი იოსები - ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, სისუსტეებით ამიტომ ადვილად აჰყვა გარემოების მიერ შექმნილ ადვილად გამდიდრების შესაძლებლობებს.

ნოველაში თავიდანაც ჩანს დიდი იოსების თითქოს ბავშვური ხასიათი. ის ბავშვივით ცნობისმოყვარედ ათვალიერებს ბატონის სახლს, ბავშვივით გულკეთილია... დიდი იოსები ბავშვივით ადვილი სამართავიც აღმოჩნდა.

„დიდო იოსებ!

შენ წილი არ დაგიდო ამ ცხოვრებამ თავის ნადიმში.

დიდო იოსებ!

შენს რაჭაში ორიოდე ციდა სამოსახლო მიწა არ შეგარჩინეს გაუმაძღარმა ძმისშვილებმა.“

„ბედისწერამ გადმოგტყორცნა ამ ამღვრეულ დაბურდულ, განადგურებულ დომხალივით არეულ ტიფლისში. უთუოდ იმავე ბედისწერამ არია შენი ცხოვრების ეტლი და, როგორც ვატყობ, მრუდე ბილიკებზე შეგაყენა შენაც...“

ავტორი ამ სიტყვებით კარგად აყალიბებს იმ მიზეზებს რამაც გამოიწვია იოსების ასეთი მარტივი შეცვლა - თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ კონტექსტსაც, ასე ასცდა იოსები პატიოსან გზას. ეს განა მარტო იოსების ამბავია,  იმ დროს ქვეყანაზე ბევრი იოსები დაიარებოდა - კეთილი მშრომელი ადამიანები რომლებიც გარემოების გამო შეიცვალნენ და მატერიალურობა და იმ წამს კარგად ყოფნა გახდა მათთვის მთავარი , სულიერი სიმშვიდე - ნამდვილი სიმდიდრე კი დაეკარგათ - ეს იწვევს ადამიანის გაბოროტებას და საბოლოოდ ასეთი ადამიანები ცხოვრებას კარგად არ ასრულებენ. დიდი იოსების ასეთი სიკვდილი თითქოს მითსთვისვე უკეთესი იყო, ის გარდაიცვალა სანამ მთლად საშინელება რამეს გააკეტებსა

„ასეთი ტიპი მე მრავალი მინახავს ტიფლისში. იმჟამად ხურდა ფულს დანატრებული იუო ბაზარი და მოხუცი შრომის ინვალიდები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და იოლი გარჯით თავს ირჩენდნენ.“ ეს ციტატა არის მიმანიშნებელი იმისა რომ დიდი იოსები ზოგადი სახეა.

ავტორს ეცოდება დიდი იოსები, განიცდის რომ ის ასეთ ცუდ გზას დაადგა. ავტორმა იცის როგორი ადამიანი იყო იოსები თავდაპირველად, ის ხომ მას დიდი ხანი აკვირდებოდა. დიდი იოსები იყო - მშრომელი და კეთილსინდისიერი ადამიანი და მისი ასეთი ცვლილება მტკივნეული საყურებელია, რადგან სამწუხაროდ დიდი იოსები განზოგადებული სახეა იმისა თუ რა ხდებოდა იმ ეპოქაში.



Comments