სიბრძნე სიცილისა
რას
ნიშნავს „სიბრძნე სიცილისა“? შესამჩნევია რომ ამ თავის სათაური შეესაბამება სულხან-საბას
იგავების კრებულის სათაურს „სიბრძნე სიცრუისა“. როგორც ვიცით სულხან-საბა იგავ-არაკების
ანუ სიცრუის საშუალებით გადმოგვცემს მნიშვნელოვან სათქმელს. ამის ანალოგიურად თავში
„სიბრძნე სიცილისა“ ჩვენ შევიცნობთ სიმართლეს რომელიც გადმოცემულია ან შენიღბულია იუმორისტული
ნაწარმოების სახით. მიუხედავად ამ ნაწარმოებების იუმორისტული ხასიათისა, ხშირ შემთხვევაში
ეს სიმართლე სასაცილოზე მეტად სატირალია.
პირველ
რიგში, იმისთვის რომ გავიგოთ ის სიმართლე რომლის გადმოცემასაც ავტორი ცდილობს, ერთი
შეხედვით იუმორისტულ ნაწარმოებებში, სხვა თვალით უნდა წავიკითხოთ ის. დავუფიქრდეთ იმას
თუ რამ უბიძგა ავტორს ასეთი ნაწარმოების შექმნისკენ, დავაკვირდეთ დეტალებს. შეიძლება
აღმოვაჩინოთ, რომ ეს ნაწარმოები სულაც არ არის იუმორისტული და მასში შენიღბულია ძალიან
სერიოზული პრობლემა.
ასეთ
ნაწარმოებებს ეწოდებათ სატირისტული ნაწარმოებები. არსებობს ორნაირი სიცილი - კეთილი,
საციცოცხლო ენერგიის გამოვლინება და დამცინავი, უარყოფის გამოხატვეა. კეთილი სიცილი
იუმორისსტულ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად - ეს ნაწარმოებები სრულებით უწყინარია და
მხოლოდ ადამიანის გუნების გამოსაკეთებლადაა შექმნილი. დამცინავი სიცილი კი სატირის საფუძველია და მისი მიზანია წარმოაჩინოს
საზოგადოებაში უარყოფითი ნიშნები და გააკრიტიკოს ისინი.
საზოგადოებაში
დიდი პრობლემაა ის რომ ხალხს არ უნდა მნიშვნელოვნის დანახვა და უაზრობებზე ჩხუბის გაგრძელება
ურჩევნია - საზოგადოების ეს ნაკლი გამოხატულია აკაკი წერეთლის სატირულ მოთხობა „კუდაბზიკეთში“.
აკაკი წერეთელი იმიტომ კიცხავს ასეთ საქციელს, რომ ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი და
წუხს ხალხის ბედზე. კუდაბზიკელებს სათაყვანისცემო ჭიაღუის არჩევაზე ჩხუბისას ქვეყანა
თავზე ენგრევათ და იმავე ბედს გაიზიარებს ხალხი რეალობაშიც თუ არ გაიაზრეს მათი შეცდომები
და არ გამოფხიზლდნენ.
ქვეყანა
განსაკუთრებით ბევრი ნაკლი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს, შესაბამისად ამ პერიოდში
ბევრი სატირული ფილმი იქმნებოდა რათა ადამიანებს გამოეხატათ ეს გულისტკივილი . ამ ფილმების
იუმორისტული ნიღაბი იცავდა მათ მკაცრი ცენზურისგან და ფარავდა მათ ნამდვილ სათქმელს,
რომელიც მთლიანად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს. ამ სატირული ფილმებიდან შეგვიძლია გამოვყოთ
ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმი „ცისფერი
მთები“ და ასევე ყველასათვის საყვარელი იუმორისტული ფილმი „შერეკილები“.
ფილმში „შერეკილები“ გამოხატულია ის თუ როგორ მიიჩნეოდა
ყველა გამორჩეული აზრი, სიგიჟედ, სიმართლეც რომ ყოფილიყო. მათი აზრისგან განსხვავებული
სიმართლის დანახვა არ სურდათ. მთავარი პერსონაჟები მათი წარმოუდგენელი იდეის გამო შერეკილებად
შერაცხეს და ფსიქიატრიულშიც კი წაიყვანეს, მაგრამ ფილმის ბოლოს გამოჩნდა ვინ იყვნენ
ნამდვილი შერეკილები.
ფილმი
„ცისფერი მთები ანუ დაუჟერებელი ამბავი“ ასახავს საბჭოთა საქართველოს, როდესაც ჭარბობდა
ლუარსაბის ფენომენი - უსაქმურობა გასდიოდა ყველას ვისაც საქმის გაკეთება არ სურდა სისტემა
ისე იყო მოწყობილი რომ ისინიც კი, ვინც არ იყვნენ უსაქმურები უნებურად საქმეს ვერ აკეთებენ.ფილმის
ბოლოს რედაქციაში დატრიალებული აბსურდული ამბავი იმით დამთავრდა რომ რედაქცია დაინგრა,
მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი იმისთვის რომ გამოეფხიზლებინა ეს ხალხი - იგივე ამბავი
მეორდება სხვა შენობაში.
ეს
სატირული ნაწარმოებები ნათელს მოჰფენენ ამ სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემებს და გვაჩვენებენ
იმას თუ რა მოხდება ასე თუ გაგრძელდება - კარგი არაფერი. „სიბრძნე სიცილისა“ შეგვიძლია
დავაჯამოთ იმის თქმით რომ როგორც ეს ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩანს, ზოგიერთი იუმორით
აღსავსე ნაწარმოები სინამდვილეში მწარედ სიმართლეს გამოავლენს და ადამიანების გამოფხიზლებისთვის
და ნაკლების დასანახად არის შექმნილი - სერიოზული შინაარსის ნაწარმოებიც შეიძლება იყოს
სასაცილოდ წარმოდგენილი.
Comments
Post a Comment