აბო თბილელის ღვაწლი
აბოს
მოღვაწეობის დროს, VIII საუკუნეში მსოფლიოში ბატონობდა არაბთა იმპერია. ისინი იყვნენ „მფლობელნი
ამის ჟამისანი“. ქართლი დამონებული იყო - არ ჰყავდათ მეფე, ხოლო მმართველად არაბების
დანიშნული ამირა იყო. ქართველი ხალხი სასოწარკვეთილი იყო რადგან მათ გადაგვარება ელოდათ
და ერთადერთი რაც ამყარებდათ იყო მათი რელიგია - ქრისტიანობა. მტერი ქრისტიანობის აღმოფხვრას
ცდილობდა რათა საბოლოოდ დაემორჩილებინა ქართველი ერი. არაბები სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ისლამზე
აქცევრნენ ქრისტიან მოსახლეობას, ხოლო ისინი ვინც ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას დიდ გაჭირვებაში
და განსაცდელში იყვნენ. წყდებოდა „ჩუეულებისაებრ მამულისა სვლაი“ - მთელი ერი არასწორ
გზაზე იდგა, იკარგებოდა ქართველი ხალხის წარსულის და აწმყოს ყველაზე დიდი ნაწილი.
ასეთ სიტუაციაში ქართველებს იმედად მოევლინათ აბო
თბილელი, რომლის ღვაწლიც უდიდესი იყო არამხოლოდ ქართველი ერისთვის არამედ მთელი ქრისტიანული
სამყაროსთივს. აბო წარმოშობით იყო აბრაამის შთამომავალი არაბი, მაგრამ ის დაინტერესდა
ქართველი ერის ზნე-ჩვეულებებით და დაიწყო ქართული
ენის და ქრისტიანობის შეცნობა. ის ეზიარა ჭეშმარიტ ღმერთს და აფხაზეთში ჩასულმა, ქრისტიანულ
გარემოში კიდევ უფრო გაიღრმავა ქრისტიანთა ღმერთისადმი რწმენა. აბომ ქრისტიანობის თბილისში
ქადაგება გადაწყვიტა რადგან იმ დროს ხალხს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა ვინმე ვინც რწმენას
შეუნარჩუნებდა. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში აბო თბილელი ჭეშმარიტი ქრისტიანის მაგალითი
გახდა - მისი წამების მომსწრე, შიშისგან განთავისუფლდა თბილისის მოსახლეობა და სულიერად
ააღორძინდა მთელი ერის რწმენა. ქრისტიანების ბურჯი ქართველი ერია - ქართველების ქრისტიანობიდან
განდგომა ზოგადად მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იქნებოდა უმმძიმესი დარტყმა, რადგან
საქართველოს „წმინდანთა დედად“ მიიჩნევდნენ. აბოს მოწამეობით ქრისტიანობის ბურჯი შენარჩუნდა,
ამიტომ მისი ღვაწლი უდიდესი და ყველა ქრისტიანისთვის მისაბაძი და დასაფასებელია.
wattpadze gaushvi temebi
ReplyDeleteმაპატიე გიორჰი წატტპადზე მარტო წეზოს ვუშვებ :^/
Deleteგაგიტარებ ამჯერად
Deleteoky
Deleteდამწერელს მოვუტყან პატრონი
ReplyDeleteრას ერჩი დდდ
Delete