25 თებერვალი. 1921 წ. - კოლაუ ნადირაძე (ლექსის გარჩევა, ანალიზი)
25
თებერვალი. 1921 წ.
1921 წლის 12 თებერვალს რუსული არმიის ნაწილებმა
საქართველოს საზღვრები გადმოლახეს. თბილისთან ახლოს მდებარე სოფლების - კოჯორის და
ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლები რომლებშიც 350 სამხედრო სასწავლებლის
კურსანტი - იუნკერი იბრძოდა. 25 თებერვლის ღამეს დასრულდა საქართველოს 3 წლიანი თავისუფლება.
ამ ისტორიულ მოვლენას და მის დატვირთვას აგვიღწერს კოლაუ ნადირაძე ამ ლექსში.
ავტორი პირველ ტაეპს იწყებს ასე:
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“
ეს
ტაეპი გვიქმნის მოლოდინს, და მხატვრული ეფექტი სწორედ ამ მოლოდინზეა დამოკიდებული.
თალხი არის შავი, სამგლოვიარო ფერი. ეს ფერი და ხალხის დუმილი მიანიშნებს იმაზე რომ
რაღაც საზარელი დატრიალდა თბილისში. მეორე ტაეპში ვხედავთ თუ როგორ ეფინება ნელ-ნელა
თოვლი ამ ბრძოლის შედეგს და თვაწლინ გვიდგება განგმირული გმირების გვამების საზარელი
სურათი. ეს ამძაფრებს პირველ ტაეპში შექმნილ განწყობას. ვხედავთ გლოვის და დუმილის
მიზეზს. ქალაქი იყო დამცხრალი - გვიჩვენებს ქვეყნის უძლურებას. ქართველებს დანებება
მოუწიათ. ლექსში ოთხჯერ მეორდება პირველი ტაეპი და ყოველ ჯერზე ჯერზე უფრო გამძაფრებულად
ვგრძნობთ მომხდარის სიმძიმეს.
გარემოს
ფერებით მიგვანიშნებს პოეტი რომ ბუნებაც მიუსამძიმრებს ამ დაღუპულ გმირებს და დანებებულ
საქართველოს. ბუნება ფერშეცვლილი იყო და მგლოვიარობდა. ქალაქს სამგლოვიარო ფერი გადაჰფენია
და თოვლი ნელა ცვივა - თანაუგრძნობს დაღუპულ გმირებს. უძრავი იყო თებერვლის ღამე მხოლოდ
და მხოლოდ დარდი და ტკივილი ისმოდა - მხოლოდ მტერი მოძრაობდა. ნებისმიერ ხმაურზე უარესი
იყო ეს დუმილი და უძრაობა. ქალაქი ძილ-ღვიძლად იყო - არავის ეძინა მშვიდად როდესაც
მტერი დადიოდა ქუჩებში.
პოეტი
სილამაზის და სიკეთის საქადაგებლად მოვიდა და იხილა როგორ გადაიქცა თბილისი სასაფლაოდ.
რომ გვაჩვენოს განწყობა-დამოკიდებულება კოლაუ ნადირაძე მიმართავს ალუზიებს. გთავის
გოლგოთას ედგა თბილისი და მიდიოდა ამ ტანჯვის გზაზე რომელიც იუნკრების სისხლით იყო
დაფარული. ძალიან მტანჯველი იყო ქვეყნისთვის ამის გადატანა.
„დაცხრა
კოჯორი და ტაბახმელა“ -მორჩა ბრძოლა და ჩააცხრეს,
გააჩუმეს ორი ქართველთა მებრძოლი ბატალიონი. კრწანისის ველზე, წითელი არმიის სახით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით ამაყად შემოდიოდა სიკვდილი, და აბიჯებდა გარდაცვილი
ადამიანების გვამებს.
„მშობელო
დედავ, ისევ გაგყიდეს,“ ისევ უღალატეს სამშობლოს მისივე შვილებმა. ღალატის გამო უკვე
მეორედ წააგო საქართველომ ამ ველზე ბრძოლა. მეორდებოდა კრწანისის ტრაგედია და გოლგოთა.
ბოლშევიკური
რუსეთის მიერ ანექსია 12 თებერვალს დაიწყო, მაგრამ პოეტმა ონმის ქრონიკიიდან 25 თებერვალი
გამოარჩია რადგან ამ დღეს დაიღუპა ქართველი ახალგაზრდობა - იუნკრები . დადგა საქართველოს
ისტორიაში ისეთი მომენტი როცა შვილებს მოუწიათ კალმის და წიგნის განზე გადადება და
იარაღით ხელში მტერთან შეგებება
ამ ლექსით კოლაუ ნადირაძემ გვაჩვენა როგორ გააწილთა წითელმა არმიამ თბილისი 25 თებერვლის ღამეს და როგორი მდუმარე ტკივილით დაემშვიდობა საქართბელო სამ წლიან თავისუფლებას.
Comments
Post a Comment