25 თებერვალი. 1921 წ. - კოლაუ ნადირაძე (ლექსის გარჩევა, ანალიზი)
25 თებერვალი. 1921 წ. 1921 წლის 12 თებერვალს რუსული არმიის ნაწილებმა საქართველოს საზღვრები გადმოლახეს. თბილისთან ახლოს მდებარე სოფლების - კოჯორის და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლები რომლებშიც 350 სამხედრო სასწავლებლის კურსანტი - იუნკერი იბრძოდა. 25 თებერვლის ღამეს დასრულდა საქართველოს 3 წლიანი თავისუფლება. ამ ისტორიულ მოვლენას და მის დატვირთვას აგვიღწერს კოლაუ ნადირაძე ამ ლექსში. ავტორი პირველ ტაეპს იწყებს ასე: „თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“ ეს ტაეპი გვიქმნის მოლოდინს, და მხატვრული ეფექტი სწორედ ამ მოლოდინზეა დამოკიდებული. თალხი არის შავი, სამგლოვიარო ფერი. ეს ფერი და ხალხის დუმილი მიანიშნებს იმაზე რომ რაღაც საზარელი დატრიალდა თბილისში. მეორე ტაეპში ვხედავთ თუ როგორ ეფინება ნელ-ნელა თოვლი ამ ბრძოლის შედეგს და თვაწლინ გვიდგება განგმირული გმირების გვამების საზარელი სურათი. ეს ამძაფრებს პირველ ტაეპში შექმნილ განწყობას. ვხედავთ გლოვის და დუმილის მიზეზს. ქალაქი იყო დამცხრალი - გვიჩვენებს ქვეყნის უძლურებას. ქართვე...